საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის II ეტაპის გამარჯვებულები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2023 წლის 25 მაისს, ჩატარდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის II ეტაპი, სადაც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I ეტაპზე გამარჯვებულმა 12 სტუდენტმა. სტუდენტებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემატიკაზე საინტერესო მოხსენებები.
 
I ადგილი - თემურ თუთარაშვილი
თემა: „ცირკულარული ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევები და საქართველო’’;
ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია (მაკროეკონომიკის კათედრა)
 
II ადგილი - თიკო ხალვაში
თემა: „ქართველი მომხმარებლის მიერ სწრაფი კვების ინდუსტრიაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების აღქმა McDonald’s-ის მაგალითზე“; ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ეკატერინე უროტაძე (მარკეტინგის კათედრა)
 
III ადგილი - ნუცა პაპიაშვილი
თემა: ,,საქართველოს საბანკო სისტემა: არსებული რეალობა და პერსპექტივები“. ხელმძღვანელი ასისტენტ პროფესორი ნატო კაკაშვილი (ფინანსების და საბანკო საქმის კათედრა)
 
კონფერენციაში გამარჯვებულ 3 სტუდენტს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები

 

თარიღი: 06/06/2023